20 ნოემბერი 2024,   15:46
ვრცლად
"ჩვენი პარტიულობის მიუხედავად ყველამ უნდა დავიცვათ რუსთავი 2 და ჩვენი მომავალი," - გიგა ბედინეიშვილი

"ჩვენი პარტიულობის მიუხედავად ყველამ უნდა დავიცვათ რუსთავი2 და ჩვენი მომავალი," - ეს განცხადება თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ბედინეიშვილმა გააკეთა. მას მიაჩნია, რომ თუ დღეს საზოგადოება რუსთავი 2-ს არ დაიცავს ხვალ საქართველო ჯერ რუსეთი შემდეგ კი ჩრდილოეთ კორეა გახდება.

"მოლოდინი კარგი არ მაქვს. ასე თუ გაგრძელდა, ხელისუფლებისთვის არჩევნებში მარცხი ჩანს. მათი ამოცანაა ამიტომ რუსთავი 2 ჩახშობილ იქნას. ვატყობ, რომ აქეთ მიდის საქმე. დღეს მოხდება აღსრულება, თუ მერე. ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს ხმა არ ისმოდეს. ამის გარეშე კი ჩვენ არჩევნები ვერ გვექნება. ჩვენ რუსთავი 2 კი არა ის უნდა დავიცვათ, რომ დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს ქვეყანაში 1 წელში. ფიზიკურად დავიცავთ რუსთავი 2-ს, რადგან დავიცვათ ჩვენი მომავალი. იმიტომ კი არა მომწონს, თუ - არა, რუსთავი 2, ნიკა გვარამია, ან ჟურნალისტი. ყველა უნდა მივიდეთ და დავიცვათ რუსთავი 2. ჩვენ თუ არ დავიცავთ ამ არხს, მოვხერხავთ ტოტს, რომელზეც ვზივართ. ეს თუ მოხდა, გავხვდებით რუსეთი და შემდეგ ჩრდილოეთ კორეა. ყველა უნდა მოვიდეს და დაიცვას ეს არხი მიუხედავად მათი პარტიულობისა," - გიგა ბედინეიშვილი. 

თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორმა დღესვე განცხადა, რომ ნიკა გვარამიას დაშანტაჟების მცდელობა არის სიმდაბლე, მას არ აქვს იმედი იმისა, რომ დაწყებული გამოძიება შედეგით დასრულდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები