05 ნოემბერი 2024,   17:27
ვრცლად
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროპასთან და ამერიკასთან ურთიერთობები, უნდა მოხდეს გადატვირთვა, ამ მიდგომებით და დამოკიდებულებებით რთული იქნება ურთიერთობის გაგრძელება" - კახა კალაძე

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის პარტნიორებთან ურთიერთობები მნიშვნელოვანია, თუმცა გადატვირთვა არსებული მიდგომებით რთული იქნება.

"ერთი სამჯერ დაგვასანქცირეს უკვე და რამდენჯერ შევხვედრილვართ, ამ ინფორმაციაზე კითხვებსაც ვსვამდით, რომ ჩვენ სანქცირებულები ვართ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროპასთან და ამერიკასთან ურთიერთობები, უნდა მოხდეს გადატვირთვა. ამ მიდგომებით და დამოკიდებულებებით რთული იქნება ურთიერთობის გაგრძელება. ჩვენ გვინდა მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება დასავლეთთან", - აცხადებს თბილისის მერი და "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებების საპასუხოდ, საჭიროების შემთხვევაში, შტატები დამატებითი ზომების გამოყენებას არ მოერიდება. 

დღის ამბები