აფეთქებები ბრაზილიაში დიდი ოცეულის შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე - სან-პაულოში მდებარე უზენაეს სასამართლოსთან მომხდარი ორი აფეთქების შედეგად არის მსხვერპლი.
ბრაზილიური მედიის ცნობით, ინციდენტის ადგილზე დაღუპული იპოვეს ერთი ადამიანი. წინასწარი ინფორმაციით, მას ასაფეთქებელი მექანიზმი ტანზე ჰქონდა დამაგრებული.
არის ვარაუდი, რომ მამაკაცმა სასამართლოში შესვლა სცადა, მას შემდეგ კი, რაც განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, თავი შენობის გარეთ აიფეთქა. სასამართლოს შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.
მიმდებარე ტერიტორიაზე, უზენაესი სასამართლოს გარდა, მდებარეობს პრეზიდენტის სასახლე და კონგრესის შენობა. მომხდარს მაღალი რანგის წარმომადგენლებმა ბრაზილიის ხელისუფლებაზე შეტევა უწოდეს. თავდასხმის მოტივის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.