ბუნდესტაგის სხვადასხვა ფრაქციის ასზე მეტმა დეპუტატმა, მემარჯვენე-პოპულისტური პარტიის "ალტერნატივა გერმანიისთვის" აკრძალვის შესახებ გერმანიის პარლამენტში შუამდგომლობა შეიტანა. მოთხოვნებს შორისაა პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება და ქონების კონფისკაცია.
როგორც ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა, ოპოზიციური ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრმა, მარკო ვანდერვიცმა განაცხადა, დოკუმენტს ხელი მოაწერა 113-მა პარლამენტარმა. შუამდგომლობის ავტორები მოითხოვენ, რომ პარტიის "ალტერნატივა გერმანიისთვის" ქვეყნის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი ფედერალურ საკონსტიტუციო სასამართლოში იყოს განხილული.
ცნობისთვის, გერმანული კანონმდებლობით, პარტიის აკრძალვის პროცედურის დასაწყებად, ბუნდესტაგში ხმათა უმრავლესობაა საჭირო.