14 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
"ძალიან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და შინაარსიანი" - თეთრი სახლის პრესსპიკერმა ტრამპისა და ბაიდენის შეხვედრაზე ისაუბრა

"ძალიან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და შინაარსიანი," - ასე აფასებს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრას თეთრი სახლის პრესსპიკერი.

"ბაიდენი, რა თქმა უნდა, მოუთმენლად ელოდებოდა შეხვედრას და უპასუხა არჩეული პრეზიდენტის ყველა კითხვას, გაუზიარა საკუთარი მოსაზრებები", – აღნიშნა კარინ ჟან-პიერმა. მისი თქმით, თავად ესაუბრა ბაიდენს ოვალურ კაბინეტში, რომელმაც სთხოვა მედიისთვის გადაეცა, რომ არჩეული პრეზიდენტი იყო ძალიან თავაზიანი.

"ვფიქრობ, შეხვედრის ხანგრძლივობა მიუთითებს იმაზე, რომ მათ ჰქონდათ სიღრმისეული საუბარი ბევრ საკითხზე," - განაცხადა ჟან-პიერმა. მისივე თქმით ბაიდენი ახალ ადმინისტრაციასთან კომუნიკაციის ხაზს შეინარჩუნებს.

 

დღის ამბები