ესპანეთში, ძლიერი წვიმის გამო, რამდენიმე რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. წყალდიდობის საფრთხის გამო საცხოვრებელი უკვე დატოვა ათასობით მოქალაქემ. დაიხურა სკოლები და უნივერსიტეტები.
მალაგასა და კატალონიის რეგიონში ესპანეთის ჰიდრომეტეოროლოგიურმა სამსახურმა განგაშის წითელი დონე გამოაცხადა. ანდალუსიისა და კატალონიის რეგიონებში მოსახლეობამ საფრთხის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინება მიიღო.
გასულ თვეს, წყალდიდობის ესპანეთში 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 89 კი დაკარგულად ითვლება.