საქალაქო სასამართლოს ეზოში, სადაც რუსთავი 2-ის საქმის განხილვა მიმდინარეობს, საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. პოლიციის თანამშრომლები სასამართლოს უკანა ეზოში ავტობუსებში არიან განთავსებული. პოლიციის თანამშრომლები დილიდან საქალაქო სასამართლოს ცენტრალურ შესასვლელს და ავტომობილების გადაადგილებას აკონტროლებენ.
სასამართლოს ეზოში რუსთავი 2-ის ცნობილი სახეები იმყოფებიან. ისინი აცხადებენ, რომ საზოგადოების მობილიზება მნიშვნელოვანია.
რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოადგილის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამოდინარე სასამართლოს მხრიდან დადებითი მოლოდინი არ აქვს. უდუმაშვილის თქმით, სასამართლო ყველაფერს აკეთებს, რომ რუსთავი 2-ის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღოს.
სასამართლოს ეზოში რუსთავი 2-ის მხარდამჭერები იკრიბებიან.
სასამართლოს ეზოში ასევე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც იმყოფებიან. მათი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების აქტივობა იყოს მაღალი.