20 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
"თელასი"-ხვალ თბილისის რამდენიმე უბანში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

კომპანია თელასი თბილისში ელექტროენერგიის შეზღუდვის შესახებ საუბრობს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დედაქალაქში ხვალ დაგეგმილია სხვადასხვა სახის სამუშაოები, რის გამოც დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება თბილისის რამდენიმე უბანში შეზღუდვებით მოხდება. 

"ელექტრომომარაგება შეზღუდვით მიეწოდებათ აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მუშტაიდის პარკის მიმდებარე ტერიტორიის, ცაბაძის ქუჩის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ავეჯის კომბინატის დასახლების, ჯავახეთის, ქინძმარაულის, ქინქლაძისა და ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 

11:00-დან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება აკაკი წერეთლის გამზირს, ხოშარაულის, გორის, ძმები ფიფიების, შანავას, ქურდიანისა და ცაბაძის ქუჩებს. 

10:00-დან 16:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება პეკინის გამზირის, გამსახურდიას, საბურთალოს, ჭაბუკიანის, ხვიჩიას, კოსტავას, ალექსიძის, აფაქიძის, კვერნაძის და სანაპიროს ქუჩების მაცხოვრებლებს, ასევე, ჩიტაიას, ჩანჩიბაძისა და საბჭოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00-დან 17:00 საათამდე, ელექტრომომარაგება დიდი დიღმის III მიკრორაიონს, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის და პეტრე იბერის ქუჩებს, გარდაბნის გზატკეცილს, კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირს (ნაწილობრივ), დოლაბაურის, ბოჭორმის, რაზიკაშვილის, სამრეკლოს, გუმბრის, ახალუბნის, საინგილოს, ოძისისა და შაქრიანის ქუჩებს, ილია ჭავჭავაძის გამზირს (ნაწილობრივ) შეუწყდება.

11:00-დან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება სარაჯიშვილის და ილორის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11:00-დან 18:00 საათამდე ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლებს, 11:00-დან 16:00 საათამდე ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს, ხოლო 11:00-დან 17:00 საათამდე მუხიანის IVბ მიკრორაიონის მაცხოვრებლებს,"- ნათქვამია კომპანია თელასის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები