26 მაისი 2024,   16:36
ვრცლად
სიტყვიერი დაპირისპირება განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე

სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა. უმრავლესობის წევრმა, სოფო კილაძემ მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წარმომადგენელი სერგო რატიანი ნაციონალური მოძრაობის წევრად მოიხსენია, რასაც შელაპარაკება მოჰყვა.

კამათი კონკრეტულად მას შემდეგ მოხდა, რაც პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრი ანრი ოხანაშავილი წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდს შეეხო.

„შეცდომებს ეს ხალხი უწოდებს იმ ტოტალურ გაუპატიურებას და ტოტალურ უუფლებობას იმ საზოგადოებისა, რა საზოგადოებაშიც გვაცხოვრეს ამ ხალხმა და მათმა კოლეგებმა და აქედან გამომდინარე რომ წუხან თურმე და საუბრობენ, რომ ეს შეცდომები იყო, ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება. ეს საზოგადოებას აღიზიანებს,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ოხანაშვილის ამ განცხადებას გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრი სერგო რატიანი, რომელსაც სოფო კილაძემ ხმადაბალი საუბრისკენ მოუწოდა. 

„იგივე ნაციონალური მოძრაობა ხართ, აბა ვინა ხართ?“ - ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა სოფო კილაძემ სერგო რატიანს.

სხდომაზე განცხადება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრმა ელენე ხოშტარიამაც.

„მთელ დროს რაზე ხარჯავთ? როგორი ცუდი იყო 9 წელი? მე შემიძლია საათები გელაპარაკოთ იმ პრობლემებზე, რაც 9 წლის განმავლობაში იყო, მათ შორის ძალის გადამეტებაზე,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დღის ამბები