26 მაისი 2024,   16:36
ვრცლად
იუსტიციის საბჭო თავად პრობლემური ინსტიტუტია და მან პრეზიდენტი არ უნდა ჩაანაცვლოს - არასამთავრობო ორგანიზაციები

არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოს მიმართულების პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირებას არ ეთანხმებიან. მათი განცხადებით, თავად იუსტიციის საბჭოში რეფორმების ჩატარება აუცილებელია და ამის ფონზე, პრეზიდენტის ჩანაცვლება ამ ინსტიტუტით არ უნდა მოხდეს.

„შეგვიძლია ვენეციის კომისიის რეკომენდაცია გავიზიაროთ იმგვარად, რომ დავამატოთ ის და არა ჩავანაცვლოთ პრეზიდენტი. ჩემი შეთავაზება კომისიის წევრებისადმი არის ის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესება იყოს 3 ინსტიტუტის მონაწილეობით, იუსტიციის საბჭო, პრეზიდენტი და პარლამენტი და არა ისე, როგორც ის დღეს არის შემოთავაზებული, იუსტიციის საბჭო და პარლამენტი,“ - განაცხადა საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტმა, ვახუშტი მენაბდემ.

საქართველოს იურისტთა ასოციაციის საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტის, გიორგი გოცირიძის განცხადებით, დღეს თავად იუსტიციის საბჭო, როგორც ინსტიტუტი, წარმოადგენს პრობლემას და მისთვის დამატებითი უფლებამოსილების მინიჭება მიუღებელია.

არასამთავრობოების აზრით, ასევე მიუღებელია უმრავლესობის მიერ წარდგენილი პროექტი, რომელის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლოს 3 მოსამართლეს იუსტიციის საბჭო წარადგენს.

დღის ამბები