27 მაისი 2024,   07:57
ვრცლად
„გარევაჭრობას ვებრძვით ბრიყვულად"- ალეკო ელისაშვილი ახალი რეგულაციების შემოღების საკითხს აყენებს

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი გარევაჭრობასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციების შემოღების საკითხს აყენებს.

მისი თქმით, დღეს მოქმედი კანონმდებლობა სათანადოდ ვერ არეგულირებს საკითხს, არ არის გაწერილი გარემოვაჭრის კონკრეტული უფლებები და სანქციები.

დამოუკიდებელი დეპუტატი თბილისის საკრებულოსა და მერიას მიმართავს და სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს.

„გარევაჭრობას ვებრძვით ძალიან ბრიყვულად და გარევაჭრობის წარმოების არანაირი წესები არ გვაქვს. ადამიანებმა რომ იცოდნენ, რითი ვაჭრობა შეიძლება, სად და როგორ, შემდეგ შეიძლება ვიდავოთ და პასუხი მოვთხოვოთ თუ ზღვარს გადავლენ,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

დღის ამბები