17 მაისი 2024,   19:10
ვრცლად
ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდი მერიის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდი ქალაქის მერიის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს და მის გაბათილებას ითხოვს. მუნიციპალიტეტმა ფონდს, მუსლიმი თემის მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე მეჩეთის მშენებლობის ნებართვაზე უარი უთხრა.

ერთ-ერთი მიზეზი, ტერიტორიის მდებარეობაა, რომელიც მერიის განმარტებით, მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონაა. მოსარჩელე მხარის შეფასებით, ბათუმის მერიის არგუმენტები დაუსაბუთებელი და უკანონოა.

ამ მოსაზრებას იზიარებენ სასამართლოში მუსლიმი თემის ინტერესების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები და დისკრიმინაციაზეც საუბრობენ.

 

"ჩვენმა მოკვლევამ აჩვენა, რომ არსებული მიწის ნაკვეთის გვერდით, სიახლოვეში არა ერთი ქრისტიანული ეკლესიაა აშენებული, რომელიც ცხადია გვიქმნის ვარაუდს, რომ მერიამ სწორედ დისკრიმინაციული გადაწყევტილება მიიღო და ამ მოტივებით უთხრა უარი მუსლიმ თემს," - აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი, თამთა მიქელაძე. 

 

დღის ამბები