18 ნოემბერი 2024,   17:24
ვრცლად
დღეიდან ფასის ლარით მითითება სავალდებულო გახდა

დღეიდან მეწარმე ვალდებულია, საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციისა და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან რეკლამირების შემთხვევაში, ფასი ლარით მიუთითოს.

ცვლილებები ლარიზაციის 10-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში მომზადდა, რომელსაც საქართველოს მთავრობა "ეროვნულ ბანკთან" ერთად ახორციელებს. ცვლილების მიზეზად საქონლის რეალიზაციის ან მომსახურების რეკლამირებისას, მომხმარებელთა ინტერესების დაცვა სახელდება. 

გადაწყვეტილება 6 თვის წინ იქნა მიღებული. თუმცა, ეს ექვსთვიანი პერიოდი მეწარმეებს მარკეტინგული აქტივობების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად მიეცათ. 

საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო, ონლაინ და საჯარო სივრცეში ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან/და რეკლამირებისას ფასის ლარით დადების წესის დარღვევაზე, ადმინისტრირებას ფინანსთა სამინისტროს შემოსვლების სამსახური განახორციელებს. 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ამ ვალდებულების დარღვევა პირველ შემთხვევაში გამოიწვევს მეწარმის გაფრთხილებას, იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმი 1000 ლარით განისაზღვრა. ამ წესით დადგენილი პირობების ყოველი მომდევნო დარღვევისას, მეწარმე სუბიექტი 5000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება. 

"ეროვნული ბანკი" აწესებს გამონაკლისებსაც. ბრძანების თანახმად, მოთხოვნა არ ვრცელდება რამდენიმე შემთხვევაზე, მათ შორის უცხოურ ენაზე ავიაბილეთების რეალიზაციაზე, სასტუმროს და ტურისტულ მომსახურებასზე, ასევე აზარტულ თამაშებზე. 

 

დღის ამბები