18 ნოემბერი 2024,   17:24
ვრცლად
ქუთაისის მოსახლეობა მერიას თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებს

ქუთაისის მოსახლეობა მერიას თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებს. ქუთაისში შემოდგომაზე საზეიმოდ დარგულ მცენარეებს ჯერ არ გაუხარია. ნიკეას ქუჩაზე გამხმარი ნერგების გამო, მოსახლეობა მერიას თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებს.

განცხადება დღეს „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციაშიც გაკეთდა.

გოგი წულაიას ინფორმაციით, საგზაო კუნძულის გამწვანებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან სოლიდური თანხა გამოიყო. კონტრაქტორ კომპანიაში, სადაც გაზაფხულზე აცხადებდნენ, რომ ნერგები ძილის ფაზაში არიან, ახლა მათ ახალი მცენარეებით ჩანაცვლების მზადყოფნას გამოთქვამენ.

მერიის განმარტებით კი, 9 თვის გავლის მიუხედავად, სამუშაოები ჯერ კიდევ არ ჩაუბარებიათ.

დღის ამბები