ავჭალაში ფოცხიშვილის ქუჩის მოსახლეობა საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობას აპროტესტებს. მათი განცხადებით, მილები სისტემატურად ზიანდება.
ადგილობრივები ანტისანიტარიაზე საუბრობენ და მიუთითებენ, რომ სამი დღის წინ დაზიანებული მილი ამ დრომდე არავის შეუკეთებია.
მოსახლეობის თქმით, მათ „GWP“-ს, მერიასა და გამგეობას უკვე მიმართეს, თუმცა მილი ამ დრომდე არავის შეუკეთებია.