საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრში მოწყობილ ლაბორატორიასა და მასწავლებელთა გადამზადების პროცესს გაეცნო განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.
ცენტრი 2017 წლის შემოდგომიდან პროფესიულ პროგრამებზე სტუდენტების მიღებას დაიწყებს. სასწავლო ლაბორატორიის საშუალების პროფესიული და უმაღლესი განათლების სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ უახლესი ტექნოლოგიით შეისწავლონ რამდენიმე პროფესიული მიმართულება.
„ეს არის მეთოდი, რომ სასწავლო დაწესებულებაში, პარალელურ რეჟიმში სტუდენტმა ისწავლოს და თან პრაქტიკულად იმუშაოს. შესაბამისად, უკვე როცა მივა დასაქმების ადგილას, პრაქტიკულად, ყველანაირი უნარი ექნება იმის, რომ პირველივე დღიდან ჩაერთოს აქტიურად,“ - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.