აფგან მუხთარლის მეუღლე მასზე და მისი მეუღლის მეგობარზე განხორციელებულ სავარაუდო თვალთვალზე გამოძიებას ითხოვს. ლეილა მუსტაფაევას თქმით, ფაქტი დაახლოებით ერთი კვირის წინ, თბილისში ერთ-ერთ კაფეში მოხდა, რის შესახებაც მათ აცნობეს ქართველ სამართლდამცველებს.
ჟურნალსიტის მეუღლე არ გამორიცხავს, რომ მასზე თვალთვალი შესაძლოა უკავშირდებოდეს აფგან მუხთარლის გატაცებას. მუსტაფაევა ადვოკატთან ერთად დღეს პრესკონფერენციას გამართავს, მომხდარის დეტალებზე ისაუბრეს და საგამოძიებო უწყებებს მიმათავს.
"ერთი კვირის წინ თავისუფლების მოედანზე ერთ-ერთ კაფეში აფგან მუხთარლის მეგობართან ერთად ვიმყოფებოდი. რამდენიმე წუთით ჩემი ადგილი დავტოვე და დაბრუნებისას აღმოვაჩინე, რომ ჩემს სკამზე კომპიუტერის ჩანთა იდო. უცნობი მამაკაცი მომიახლოვდა და მანიშნა ,რომ ჩანთა მისი იყო, შემდეგ კი სასწრაფოდ დატოვა კაფე. ჩვენ ეს საეჭვოდ მოგვეჩვენა და მომხდარის შესახებ პოლიციას შევატყობინეთ. ამ შემთხვევის გამოძიების მოთხოვნით პოლიციასა და პროკურატურას ოფიციალურად მივმართე. თუმცა მიმაჩნია, რომ მომხდარი აფგან მუხთარლის საქმესთანაა დაკავშირებული და ეს სათანადოდ არ იქნება გამოძიებული," - განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ.
აფგან მუხთარლის მეგობარი, რომელიც ლეილა მუსტაფაევასთან ერთად იმყოფებოდა, არ გამორიცხავს, რომ ჩანთაში მოსასმენი მოწყობილობა იყო და საუბარი აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურმა აფგან მუხთარლის წინააღმდეგ გამოიყენოს.
ამ შემთხვევის სწრაფ გამოძიებას ველოდებოდით, თუმცა ისიც ვიცით, რომ როდესაც საქართველოში რაიმე ქმედებაში აზერბაიჯანული მხარეა გარეული, საქმის მიმართ დამოკიდებულება განსხვავებულლია," - აღნიშნა დაშგინ აღალარლიმ.