არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მცოცავი ოკუპაციის საკითხზე დღეს უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდებიან. შეხვედრა, უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევის შესახებ 11 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივი განცხადების გავრცელების შემდეგ ჩაინიშნა.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბორდერიზაციასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზეც იმსჯელებენ. ასევე ისაუბრებენ მომდინარე საფრთხეებზე, ანტისაოკუპაციო სტრატეგიის აუცილებლობაზე და უშიშროების საბჭოს მდივანს საკუთარ ხედვას გააცნობენ ამ მიმართულებით.
„საფრთხეებთან გამკლავება და შესაბამისი ზომების გატარება არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, შესაბამისად, ეს შეხვედრა ალბათ ამ საფრთხეებს ვერ გადაწყვეტს, თუმცა ჩვენი აზრით, ამ შეხვედრაზე აუცილებელია, რომ მწვავედ დავაყენოთ ის საკითხები, რომელიც ჩვენი გადმოსახედიდან, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე დგას და პირველი, რაც ყველაზე მთავარია, ხაზი გავუსვათ იმას, რომ საჭიროა ერთიანი სამთავრობო სტრატეგიის შემუშავება რუსული საფრთხის გასანეიტრალებლად,“ - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.