18 ნოემბერი 2024,   17:26
ვრცლად
სოფელ ჟონეთის მოსახლეობა ხელისუფლებას ალტერნატიული ფართის დროებით გამოყოფას სთხოვს

წყალტუბოს რაიონის სოფელ ჟონეთში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. გადაუღებელი წვიმების გამო, მდინარე რიონი ადიდდა. წყალმა საცხოვრებელი სახლები დატბორა, რის გამოც, სულ 7 ოჯახი დაზარალდა.

რიონის ადიდების შედეგად ეზოები და სარდაფები დაიტბორა. რამდენიმე საათით დაკეტილი იყო ცენტრალური მაგისტრალის ქუთაისი-ალპანას მონაკვეთი.

ცოტა ხნის წინ წლის დონემ დაიწია, თუმცა მოსახლეობა შლამისგან სახლების გასაწმენდად ხელისუფლების დახმარებას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ზოგიერთ სახლში ცხოვრება უკვე შეუძლებელია და ხელისუფლებას ალტერნატიული ფართის დროებით გამოყოფას სთხოვენ.  

დღის ამბები