„არა ოკუპაციას, რუსეთი ოკუპანტია!“ - ამ წუთებში ბერშუეთში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სწორედ ამ სოფელში რამდენიმე დღის წინ ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს.
სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის, საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ახალსოფელთან შეიკრიბნენ და ბერშუეთისკენ მსვლელობა გამართეს.
აქციის მონაწილეები სამხედროების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევას აპროტესტებენ.