მაშველებმა შატილის ხეობაში დაკარგული 9 ტურისტი გადაარჩინეს. შსს-ს ინფორმაციით, 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ტურისტებს გზის გაგრძელების საშუალება აღარ მისცა და ისინი დახმარებას საჭიროებდნენ. უცხოელთა 17-კაციანი ჯგუფიდან 5 ტურისტის პოვნა ვერ ხერხდებოდა.
სახანძრო-სამაშველო სამსახრუთან ერთად, სამძებრო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტფმფრენიც ჩაერთო. მოხდა დაკარგულ მოგზაურებთან კავშირის აღდგენა და საბოლოოდ 17-ივე ტურისტი თბილისში გადმოიყვანეს.
შატილში მაშველებმა შეძლეს უამინდობისას დაკარგული კიდევ 4 უცხოელი მოგზაური ადგილმდებარეობის დადგენა. მოხდა მათი უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფერენებმა შატილის ხეობიდან გუშნ 80-მდე ტურისტი ბარისახოში გადაიყვანეს