კურორტ „საირმის“ ხელმძღვანელობა კერძო მესაკუთრეთა ასოციაციას ბიზნესსაქმიანობის ხელის შეშლაში ადანაშაულებს. კურორტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ცრუ ინფორმაციის გავრცელებით მათი იმიჯი ილახება.
ასოციაციამ რამდენიმე საჩივრით ბაღდათის გამგეობას მიმართა და ითხოვს საირმის ტერიტორიას საერთო სარგებლობის სტატუსი მიენიჭოს.
ასოციაციის საჩივარში საუბარია, რომ კურორტის ადმინისტრაციამ წყალზე გადასახადი დააწესა და პარკის ტერიტორიაზე შესვლა ფასიანი გახდა.
ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ კურორტის ადმინისტრაციაში. საკითხის შესწავლას ბაღდათის გამგეობაც გეგმავს.