18 ნოემბერი 2024,   17:25
ვრცლად
დაზიანებული წყლის მილი ორთაჭალაში - ნაკადის შეჩერება რამდენიმე საათს ვერ მოხერხდა

წყლის მილი დაზიანდა გვიან ღამით ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩაზე, რამაც ასფალტის საფარიც დააზიანა. წყლის ნაკადის შეჩერება რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ მოხერხდა.

არავინ დაშავებულა, თუმცა აღმაშენებლის გამზირის ნაწილსა და მარჯვენა სანაპიროს რამდენიმე ქუჩას გვიანობამდე არ მიეწოდებოდა წყალი. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

დაზიანების შესაკეთებლად გვიანობამდე მუშაბოდნენ GWP-ის წარმომადგენლები.

დღის ამბები