18 ნოემბერი 2024,   17:24
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება ფოთში - დამწვარი ბაზრის მოვაჭრეებმა ქალაქში შესასვლელი ხიდი გადაკეტეს

ხმაური და დაპირისპირება ფოთში. დამწვარი ბაზრის მოვაჭრეებმა დღეს დილიდან პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართეს და ქალაქში შესასვლელი ხიდი გადაკეტეს.

სამართალდამცავებმა გზის გახსნა სცადეს, რასაც მოვაჭრეების მხრიდან წინააღმდეგობა და დაპირისპირება მოჰყვა. აქციის რამდენიმე მონაწილეს სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა.

დაზარალებული მოვაჭრეები ხელისუფლებისგან და ბაზრის ადმინისტრაციისგან ფულად კომპენსაციებს უკვე კვირაზე მეტია, ითხოვენ. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, აქციის მონაწილეები პროტესტის გაგრძელებას გეგმავენ.

 

დღის ამბები