თურქეთში ავტოავარიის შედეგად დაშავებულები გამთენიისას საქართველოში დაბრუნდნენ. ანსამბლ "ლამპრების" წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თითქმის, ყველა მათგანს მსუბუქი დაზიანება აღენიშნება. თუმცა, განსაკუთრებით მძიმეა ერთი პაციენტის მდგომარეობაა. ცეკვის ანსამბლის ოპერატორი ამ დრომდე თურქეთის კლინიკაში რჩება, თავის ტვინის დახურული ტრავმის გამო, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
ანსამბლის დაშავებულ წევრებსა და მათ მშობლებს ღამით სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან მშობლები და ახლობლები ელოდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 38 ადამიანი დაშავდა. ამ დრომდე თურქეთის საავადმყოფოებში რჩება 7 პირი, მათ შორის დედა-შვილი.
ანსამბლის წევრები უკვე დაკითხა პოლიციამ. აჭარის მთავრობის მეთაური ადგილზე აკონტროლებდა მგზავრების გადმოყვანის პროცესს.
ავტოსაგზაო შემთხვევა 15 ივლისს გამთენიისას მოხდა. ქალაქ ტრაბზონიდან 120 კილომეტრის მოშორებით ავტობუსი ამოტრიალდა, რომელშიც ანსამბლ "ლამპრების" წევრები და მათი მშობლები ისხდნენ. მოზარდები თურქეთში გასტროლებზე მიემგზავრებოდნენ.