18 ნოემბერი 2024,   17:24
ვრცლად
დაშავებულები საქართველოს მოქალაქეები არ არიან - თურქეთის ელჩი მომხდარ მიწისძვრაზე

ეგეოსის ზღვაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გააკეთა განმარტება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთში, ალბანეთსა და ბოსნია და ჰერცეგოვინაში. ნგრევის ზონაში, პოპულარულ კურორტებზე რამდენიმე საქართველოს მოქალაქეც იმყოფებოდა.

ირაკლი კოპლატაძემ ასევე განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში, საელჩოში მოქალაქეების მხრიდან ზარები შედიოდა, თუმცა, მისი განმარტებით, ეს ძირითადად შიშის ფაქტორით იყო გამოწვეული. 

"ამ მომენტისთვის 90 ადამიანი არის დაშავებული. შეინიშნებოდა შიში და პანიკური მდგომარეობა. მათ შორის, ღამის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, ვინც იქ ისვენებს, იყო ცხელ ხაზზე შემოსული ზარები საელჩოში, ძირითადად შიშის მომენტიდან გამომდინარე. თუმცა, ამ მომენტისთვის დაშავებულები საქართველოს მოქალაქეები არ არიან," - აღნიშნა ირაკლი კოპლატაძემ.  

 

ძლიერი მიწისძვრა ეგეოსის ზღვაში ღამით მოხდა. ბიძგებმა ნგრევა, საბერძნეთში კი, მსხვერპლიც გამოიწვია. 6.7 მეათედი მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა ეგეოსის ზღვის თურქეთის სანაპიროზე ყველაზე ძლიერად ბოდრუმთან და მარმარისთან იგრძნობოდა.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები