18 ნოემბერი 2024,   17:25
ვრცლად
ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება - ნარმანიამ ელიავას ტერიტორიის მეწილეებს სხდომა დაატოვებინა

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო თბილისის გენერალური გეგმის განხილვაზე. დაპირისპირება ელიავას ტერიტორიის მეწილეებსა და მერიის წარმომადგენლებს შორის მოხდა. მეწილეებს აინტერესებდათ თუ რა გეგმა ჰქონდა მერიას, ელიავას ბაზრის ტერიტორიასთან დაკავშირებით, თუმცა მერიის წარმომადგენლებმა შეკითხვას თავი აარიდეს.

ამის შემდეგ თბილსი მერმა დავით ნარმანიამ, მეწილეებს და მედიის წარმომადგენლებს სხდომის დატოვებისკენ მოუწოდა.   

შეგახსენებთ, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში დედაქალაქის მერთან ერთად თბილისის გენერალური გეგმის განხილვა დღეს დილით დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. ელიავას ბაზრობის და მიმდებარე ტერიტორიის მფლობელები შეხვედრას მოწვეული სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ, მერის განცხადებით, შეხვედრაზე ელიავას ბაზრობის ტერიტორიის საკითხზე საუბარი არ იქნებოდა და ამ საკითხზე დედაქალაქის საკრებულოში იმსჯელებდნენ.

დღის ამბები