18 ნოემბერი 2024,   17:25
ვრცლად
ასფალტის გარეშე დარჩენილი გზის საფარი - საპროტესტო აქცია ქუთაისის მერიასთან

ქუთაისის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს თავისუფლების ქუჩის მაცხოვრებლებმა. მათი თქმით, თავისუფლების მე-4 შესახვევში გზა წლებია ასფალტის საფარის გარეშეა დარჩენილი, ქვაფენილი კი, უკვე ამორტიზებული.

ცოტა ხნის წინ იქ წყალგაყვანილობა გამოცვალეს, რის შემდეგაც გზის მდგომარეობა კიდევ უფრო სავალალო გახდა.

მოსახლეობის განცხადებით, მერია დახმარებას შეპირდა, თუმცა ამ დრომდე გზის საფარი არავის გამოუცვლია.

„ჯერ კიდევ 2016 წელს უნდა გაეკეთებინა თურქულ კომპანია SMK-ს, თუმცა არ გაკეთდა. გვეგონა, რომ 2017-ში გაკეთდებოდა, მოვიკითხე, აღმოჩნდა, რომ პრიორიტეტებში, რომელიც ქალაქის მერიამ გადასცა, არ ჩაჯდა ეს ქუჩა. როგორც ჩანს, მოსახლეობა პრიორიტეტი არ არის ქალაქის მერისთვის,“ - აცხადებს ქუთაისის საკრებულოს წევრი ნატო ქათამაძემ.

ბრალდებებს უპასუხეს ქუთაისის მერიაში. მერის მოადგილე ნოდარ მიქიაშვილი ამბობს, რომ ქუთაისის მერია 2017 წლის განმავლობაში აუცილებლად შეასრულებს სამუშაოებს, თუმცა მისივე თქმით, ეს არ იქნება სრული კაპიტალური სამუშაოები.

დღის ამბები