18 ნოემბერი 2024,   17:25
ვრცლად
ჰოლანდიური "ბავარია" - სპეციალურად საქართველოს ბაზრისთვის შექმნილი ზომისა და დიზაინის ბოთლი 

ჰოლანდიური ლუდი „ბავარია“, რომელსაც საქართველოში „ზედაზენი“ ასხამს, მხოლოდ საქართველოს ბაზარზე შემოდის 2-ლიტრიან პალსტმასის ბოთლებში.

ჰოლანდიელებმა, სპეციალურად  საქართველოს ბაზრისთვის პლასტმასის ბოთლი შექმნეს. მათ საქართველოსთვის შეიმუშავეს დიდი ზომის ბოთლის დიზაინი და მხოლოდ აქ შეიძლება მისი შეძენა, თუმცა ბოთლში ზუსტად იმავე ლუდს ასხამენ, რასაც ჰოლანდიაში.

საქართველოსგან განსხვავებით, ჰოლანდიაში პლასტმასის ბოთლები საერთოდ არ იყიდება. ქვეყანაში შუშის ბოთლების ჩაბარების სისტემა ისეა აწყობილი, რომ კლიენტი ფინანსურად მოგებულიც რჩება.

გარდა ამისა, ჰოლანდიურ „ბავარიას“ საქართველოში გადაღებული რეკლამა იმდენად მოეწონა, რომ ახლა მას სხვა ქვეყნებისთვისაც ამზადებს.

ავტორი: თენგო გოგოტიშვილი. 

დღის ამბები