18 ნოემბერი 2024,   17:24
ვრცლად
კვირიკაშვილი არ უნდა იყოს სეკულარული, დემოკრატიული სახელმწიფოს პრემიერმინისტრი - ნინო გოგუაძე

„საქართველო კონსტიტუციით და მისი დამოუკიდებლობის განვითარების 30-წლიანი ისტორიის შედეგად არის სეკულარული სახლემწიფო,“ - ეს განცხადება თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკურმა მდივანმა, ნინო გოგუაძემ, არჩევანის პირდაპირ ეთერში პრემიერმინისტრის განცხადების შეფასებისას გააკეთა.

მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილი სეკულარიზმის ეჭვქვეშ დაყენებით საქართველოს კონსტიტუციასა და ქვეყნის დემოკრატიულ მშენებლობას ეწინააღმდეგება.

„პერმიერმინისტრის შეხედულება და მისი მრწამსი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ეწინააღმდეგება ისტორიას და აწმყოს. მეტიც, იგი ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოს აგებულებას და იმ მოდელს, რომლითაც იგი მართავს სახელმწიფოს. ამიტომ, ჩემი აზრით, ერთმნიშვნელოვნად კვირიკაშვილი არ უნდა იყოს სეკულარული, დემოკრატიული სახელმწიფოს პრემიერმინისტრი,“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

მისი თქმით, საგანგაშოა, რომ პრემიერმინისტრი კონსტიტუციის მიღმა მმართველობას უშვებს.

„სახელმწიფოს ძირითადი დანიშნულება არის მისი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დაცვა,“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები