"არა მცოცავ ოკუპაციას" - ამ ლოზუნგით რუსეთის საელჩოსთან შეიკრიბნენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველები. ტრანსფარანტებითა და საქართველოს დროშებით ხელში, ემიგრანტებმა საქართველოს ტერიტორაიზე რუსეთის აგრესიული და უკანონო ქმედებები გააპროტესტეს.
ისინი გიგა ოთხოზორიას მკვლელის შესაბამის დასჯასაც ითხოვდნენ.