„რუსთავი 2-ში“ ხანძართან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების სამსახურში ზარი დღესაც შევიდა.
ტელევიზიის მთავარი ოფისის ეზოში სახანძრო მანქანები მობილიზდნენ, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ეს ცრუ განგაში იყო და 112-ში 13 წლის ბავშვმა დარეკა.
როგორც ცნობილია, „რუსთავი 2"-ში ღამით გაჩენილმა ძლიერმა ცეცხლმა სტუდიური დეკორაციებისა და კომუნიკაციების ნაწილი დააზიანა. მოკლევადიანი შეფერხება შეექმნა არხის მაუწყებლობასაც. შენობაში კვამლის სუნი ამ დრომდე იგრძნობა. ხანძარი ტელევიზიის მთავარი სტუდიების დამაკავშირებელ ტერიტორიაზე გაჩნდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილითაა დაწყებული, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას და განადგურებას გულისხმობს.