18 ნოემბერი 2024,   17:24
ვრცლად
გლდანში მოსახლეობა გამგეობას დაპირებული სკვერის გაკეთებას თხოვს

„ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია გლდანის მაცხოვრებლებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. მოსახლეობის ინფორმაციით, გლდანის III ა მიკრორაიონის 23-ე და 24-ე კორპუსების მცხოვრებლებმა არაერთხელ მიმართეს ქალაქ თბილისის მერიასა და გამგეობას კორპუსებს შორის დაყრილი მიწის გასატანად და ადგილზე სკვერის მოსაწყობად. როგორც ადგილზე გაირკვა, გამგეობა თავდაპირველად ადგილობრივებს დაპირდა სკვერის მოწყობას, თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილება შეცვალა.

„ამას ითხოვს მოსახლეობა ძალიან დიდი ხანია და ეს არ არის იმხელა ხარჯი, რომ გამგეობამ ან მერიამ ვერ გაიღოს და არ მოაწყოს აქ სკვერი. მე მივმართავ აუცილებლად გამგეობას, რომ მობრძანდნენ და კონკრეტული პასუხი გასცენ მოსახლეობას, თუ როდის გაიტანენ აქედან ამ დაყრილ მიწას,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები