18 ნოემბერი 2024,   17:26
ვრცლად
ისრაელში დაკავებული ქართველები არაადამიანური მოპყრობაზე საუბრობენ 

გაუსაძლისი საყოფაცხოვრებო პირობები და არაადამიანური მოპყრობა - ასე ახასიათებენ საქართველოს მოქალაქეები დროებითი მოთავსების დაწესებულებებს, სადაც ისინი ისრაელის საზღვარზე დაკავებისას გადაჰყავთ. "კურიერმა" ერთ-ერთ ციხეში ფარულად გადაღებული ვიდეოც მოიპოვა. კადრებში ჩანს, რომ ციხეში არასათანადო საყოფაცხოვრებო პირობები და ცუდი საკვებია. კედლებზე უამრავი ქართული წარწერაა. ციხეში სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც იმყოფებიან. დაკავებულები მათ მიმართ ცუდ მოპყრობაზეც საუბრობენ.

ბოლო დღეების კიდევ ერთი შემთხვევა თელ-ავივში საქართველოს 28 მოქალაქის დაკავებას უკავშირდება. ერთ-ერთი დაკავებულის ახლობლის ინფორმაციით, 28 ქალი, რომლებიც ისრაელში მუშაობდნენ, სამართალდამცველებმა რამლეს ციხეში გადაიყვანეს. ამ დრომდე გაჭიანურებულია მათი ექსტრადირებაც, რისი მიზეზებიც დაკავებულებს არ აუხსნეს.

რამლეს ციხეში საქართველოს მხოლოდ 16 მოქალაქის ყოფნას ადასტურებს საქართველოს კონსული ისრაელში. ალექსანდრე ჯიშკარიანი ამტკიცებს, რომ დაკავებულებს ქვეყანაში ჰყოფნის წესები აქვთ დარღვეული და მოპყრობასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვთ.

საზღვრიდან გამობრუნებულები კი ვარაუდობენ, რომ ისრაელის სადეპორტაციო ციხეში დიდი რაოდენობით საქართველოს მოქალაქეები ხშირად ხვდებიან. ისინი გეგმავენ, რომ ისრაელის საზღვართან მომხდარი სამართლებრივად გაასაჩივრონ. ამ დროისთვის კი განმარტებები არ კეთდება ისრაელის საელჩოში, რადგან ელჩი საქართველოში არ იმყოფება.

ამავე თემაზე
დღის ამბები