06 ოქტომბერი 2024,   16:39
ვრცლად
საპროტესტო გამოსვლები შვედეთში არეულობით დასრულდა

საპროტესტო გამოსვლები შვედეთში არეულობით დასრულდა. ქალაქ გიოტერ-ბორგში ერთმანეთის გვერდიგვერდ აქციები ნეონაცისტებმა და ანტიფაშინტებმა გამართეს. ნეონაცისტების "წინააღმდეგობის მოძრაობა" ქალაქის ცენტრში მიგრაციის შეჩერების მოთხოვნით სანქცირებულ მარშს მართავდა. პოლიციის ინფრომაციით, ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მსვლელობის მონაწილეებმა მარშრუტის შეცვლა და პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. მათ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა, რა დროსაც აქტივისტებს ანტიფაშიტური ორგანიზაციის წარმომადგენლებიც დაუპირისპირდნენ და მათ ქვები დაუშინეს. შეტაკებების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, სამართალდამცველებმა ათობით ადამიანი დააკავეს. მათი უმეტესობა ნეონაცისტური მოძრაობის წევრია.

დღის ამბები