„ბატონ მინისტრს არ აქვს სრული წარმოდგენა სახალხო დამცველის მანდატზე," - ეს განცხადება უჩა ნანუაშვილმა შს მინისტრის ბრალდებებთან დაკავშირებით გააეკთა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაკავებულ სერგო მამასახლისს უკაშვირდება.
შინაგან საქმეთა მინისტრმა სახალხო დამცველი იმ მიმართვის გამო გააკრიტიკა, სადაც დაკავებულ სერგო მამასახლისის მიმართ პოლიციის განყოფილებაში განხორციელებულ ძალადობაზეა საუბარი.
უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ გიორგი მღებრიშვილმა არ იცის როგორ მუშაობს სახალხო დამცველის აპარატი.
„ბატონ მინისტრს არ აქვს სრული წარმოდგენა სახალხო დამცველის მანდატზე, ზოგადად ადამიანის უფლებებზე. ეს არის ძალიან სამწუხარო, რადგანაც სახალხო დამცველი სწორედ მანდატის შესაბამისად იქცეოდა, როდესაც მინისტრი ჟარგონებით საუბრობს ვფიქრობ, ეს არის ძალიან სამწუხარო და ამით რეალურად იმ სისტემური პრობლემების, რომელიც სისტემაში არსებობს ზოგადად, უბრალოდ, გადაფარვაა ამ განცხადების მიზანი, ვიდე ის, რომ რეალურად მოხდეს ამ ფაქტების გამოძიება,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბრალდებულ სერგო მამასახლისის ოჯახი სოფელ დიღმის პოლიციას არაადამიანურ მოპყრობაში, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს.