06 ოქტომბერი 2024,   16:34
ვრცლად
კატალონიის ამომრჩეველთა უმრავლესობამ მხარი ესპანეთისგან დამოუკიდებლობას დაუჭირა

კატალონიის ამომრჩეველთა უმრავლესობამ მხარი ესპანეთისგან დამოუკიდებლობას დაუჭირა. განცხადება ამის შესახენ ავტონომიური გაერთიანების პრეზიდენტმა გვიან ღამით გააკეთა. ოფიციალური მონაცემებით, რეფერენდუმში მონაწილეთა 90-მა პროცენტმა ხმა დამოუკიდებლობას მისცა.

პოლიციის მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად, გამოკითხვაში მონაწილეობა ამომრჩევლის 42.3%-მა მიიღო. რეგიონის მასშტაბით 2315 უბანი იყო მოწყობილი, თუმცა პოლიციამ 312-ის დახურვა, ზოგიერთი უბნიდან კი დოკუმენტების ამოღება შეძლო.

უახლოეს დღეებში ადგილობრივი მთავრობა რეფერენდუმის შედეგების კატალონიის პარლამენტისთვის გადაცემას გეგმავს, რის შემდეგაც დამოუკიდებლობის საკითხს უკვე ავტონომიის საკანონმდებლო ორგანო განიხილავს.

ოფიციალური მადრიდი რეფერენდუმს არ ცნობს. თუმცა, გამოკითხვის შედეგებს ბარსელონისა და კატალონიის სხვა ქალაქების ქუჩებში დამოუკიდებლობის მომხრეები მთელი ღამის განმავლობაში ზეიმობდნენ.

დღის ამბები