06 ოქტომბერი 2024,   16:40
ვრცლად
პოლიციის მიერ ძალის გადამეტების გამო ესპანეთის მთავრობას კატალონია საერთაშორისო სასამართლოში უჩივლებს

პოლიციის მიერ ძალის გადამეტების გამო ესპანეთის მთავრობას კატალონია საერთაშორისო სასამართლოში უჩივლებს. განცხადება ავტონომიის მთავრობის წარმომადგენელმა ჟორდი ტურულმა გააკეთა.

კატალონიაში პოლიციასთან შეტაკებებს ეხმაურება ბელგიის პრემიერმინისტრი. შრალ მიშელმა ძალადობა დაგმო და მხარეებს პოლიტიკური დიალოგისკენ მოუწოდებს.

შოტლანდიის პირველმა მინისტრმა, ნიკოლა სტარჯონმა კი, ესპანეთის მთავრობას კურსის შეცვლა ურჩია და მსოფლიო საზოგადოებას მომხდარის დაგმობისკენ მოუწოდა.

რეფერენდუმს, რომელიც უკვე გაიმართა და კატალონიის ესპანეთისგან დამოუკიდებლობას ეხება, ამომრჩეველთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. ბოლო მონაცემებით სამართალდამცველებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირების შედეგად კატალონიაში 865 ადამიანი დაშავდა. აქედან 12 პოლიციელია

დღის ამბები