06 ოქტომბერი 2024,   16:31
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის მოთხოვნით ათასობით ადამიანი ქუჩებში გამოვიდა

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის მოთხოვნით ათასობით ადამიანი მანჩესტერის ქუჩებში გამოვიდა. აქცია მმართველი "კონსერვატიული პარტიის" ყრილობის პარალელურად მიმდინარეობდა, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ "ბრექსიტი" იყო.

მონაწილეები ქვეყნის პრემიერმინისტრს ევროპასთან ახლო ურთიერთობების შენარჩუნებას სთხოვდნენ, ნაწილი კი ტერეზა მეის გადაგომისკენ მოუწოდებდა.

აქციის მონაწილეებმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობა გამართეს. ადგილობრივი პოლიციის ონფორმაციით, მიტინგში 30 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

დღის ამბები