06 ოქტომბერი 2024,   16:39
ვრცლად
ამოღებული 19 იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები - პოლიცია ლას ვეგასში თავდასხმის მოტივს ადგენს

ამერიკელი სამართალდამცველები ლას ვეგასში მომხდარი თავდასხმის მოტივის დადგენას ცდილობენ. პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა სტივენ პედოკის სახლში, სადაც 19 ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინა.

ბოლო მონაცემით, სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 59-მდე, დაჭრილთა რაოდენობა კი 527-მდე გაიზარდა.

ქვეყანაში 5 დღიანი გლოვა გამოცხადდა. სახელმწიფო დაწესებულებებზე დროშები დაუშვეს. თეთრ სახლში პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.

64 წლის სტივენ პადოკმა ცეცხლი კონცერტზე მყოფ მსმენელებს სასტუმროს ნომრიდან გაუხსნა, რის შემდეგაც თავი მოიკლა.

ამავე თემაზე
დღის ამბები