06 ოქტომბერი 2024,   16:37
ვრცლად
ამერიკელი როკ მუსიკოსი ტომ პეტი გარდაიცვალა

66 წლის ასაკში ამერიკელი როკ მუსიკოსი ტომ პეტი გარდაიცვალა. ვეტერანი გიტარისტი საკუთარ სახლში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

ტომ პეტი ჯგუფ "ჰართ-ბრეიქერის" სოლისტი იყო, აქტიურად თანამშრომლობდა ბობ დილანთან და მის საკონცერტო ტურნეებშიც მონაწილეობდა.

ტომ პეტი როკ ენ როლის ლეგენდების სიაშიცაა. მას ვარსკვლავი დიდების ხეივანში 2002 წელს გაუხსნეს.

 

დღის ამბები