06 ოქტომბერი 2024,   16:40
ვრცლად
კატალონიაში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო

კატალონიაში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო. რეგიონის მოსახლეობა ესპანელი პოლიციელების მხრიდან ძალადობას აპროტესტებს. ბარსელონაში გადაკეტილია ქუჩები, არ მუშაობს დაწესებულებები, დაიხურა სკოლები და უნივერსიტეტები.

შეზღუდულად მუშაობენ სამედიცინო დაწესებულებებიც. კატალონიელები ესპანეთის ხელისუფლებას თავისუფლებისა და უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ.

რეფერენდუმის დღეს საარჩევნო უბნებზე მომხდარი შეტაკებების შედეგად 900-მდე ადამიანი დაშავდა. ესპანეთის ხელისუფლება რეგიონის ლიდერებს რადიკალური ნაბიჯების გადადგმისგან თავის შეკავებას ურჩევს და ავტონომიის გაუქმებით ემუქრება.

დღის ამბები