06 ოქტომბერი 2024,   16:31
ვრცლად
პოლიციამ ლას-ვეგასში დამნაშავის სასტუმრო ნომერსა და მის სიახლოვეს კამერები აღმოაჩინა, რომლებიც სავარაუდოდ თავად თავდამსხმელმა დაამონტაჟა

პოლიციამ ლას-ვეგასში დამნაშავის სასტუმრო ნომერსა და მის სიახლოვეს კამერები აღმოაჩინა, რომლებიც სავარაუდოდ თავად თავდამსხმელმა დაამონტაჟა. გამოძიება ამ დრომდე ცდილობს დაადგინოს, მიმდინარეობდა თუ არა თავდასხმის პირდაპირ ეთერში გადაცემა. სამართალდამცველების ინფორმაციით, სტივენ პადოკი, რომელმაც ქანთრი მუსიკის კონცერტზე ათასობისთ მაყურებელს ცეცხლი სასტუმროს ფანჯრიდან გაუხსნა და 59 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, თავდასხმისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა.

გამოძიება ამ დრომდე ცდილობს თავდასხმის მოტივის დადგენას, დანაშაულისთვის ტერორიზმის კვალიფიკაია არ მიუციათ. დღეს ლას ვეგასში შეერთებული შტატების პრეზიდენტს ელოდებიან.

დღის ამბები