06 ოქტომბერი 2024,   16:35
ვრცლად
ევროპარლამენტმა კატალონიაში ჩატარებული დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი და პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება დაგმო

ევროპარლამენტმა კატალონიაში ჩატარებული დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი და პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება დაგმო. დებატების დროს ყველა გამომსვლელმა განაცხადა, რომ პირველ ოქტომბერს გამართული კენჭისყრა უკანონო იყო, ოფიციალური მადრიდი კი ძალის გადაჭარბებულ გამოყენებაში დაადანაშაულეს. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა.

"ევროპის სახალხო პარტიის" ფრაქციის თავმჯდომარემ კი განაცხადა, რომ თუ კატალონია ესპანეთის შემადგენლობიდან გავა, ის ასევე ევროკავშირს და მის შიდა ბაზარს დატოვებს. რეგიონში შექმნილ კრიზისს ესპანეთის შიდა საქმეს უწოდებს ოფიციალური ბერლინი. გერმანიის კანცლერის პრესმდივნის განცხადებით, ვითარების დარეგიულირება ქვეყნის კონსტიტუციისა და დემოკრატიული პრონციპების გათვალიწინებით უნდა მოხდეს. 

დღის ამბები