06 ოქტომბერი 2024,   16:32
ვრცლად
„გადადგომას არ ვაპირებ, ტრამპთან კარგი ურთიერთობა მაქვს“-რექს ტილერსონი

რექს ტილერსონი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის გეგმის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გავრცელდა, თუმცა პირველი კომენტარი ამერიკელმა დიპლომატმა ტელეკომპანია ენ ბი სი-ს პუბლიკაციის შემდეგ გააკეთა. არხის ცნობით, რექს ტილერსონს ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად დაეძაბა ურთიერთობა პრეზიდენტ ტრამპთან და კოლეგებთან პირად საუბრებში დონალდ ტრამპს გონებაჩლუნგიც კი უწოდა. არხის ცნობით თანამდებობიდან წასვლას ტილერსონი ზაფხულში აპირებდა, თუმცა მას ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა გადააფიქრებინა.

ენ ბი სი-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს სახელმწიფო დეპარტამენტი. რექს ტილერსონი კი ამბობს, რომ გადადგომაზე საერთოდ არ უფიქრია და  ტრამპთანაც კარგი ურთიერთობა აქვს.  

დღის ამბები