06 ოქტომბერი 2024,   16:32
ვრცლად
ბრაზილიაში თავდასხმას 4 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

4 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა თავდასხმას ბრაზილიაში, სადაც საბავშვო ბაღის ყოფილი თანამშრომელი დაწესებულების აღსაზრდელებსა და მასწავლებლებს გაუსწორდა.

წინასწარი ინფორმაციით მამაკაცმა, რომელც უსაფრთხოების სამსახურიდან რამდენიმე დღის წინ დაითხოვეს, ცეცხლი ჯერ საბავშვო ბაღის შენობას წაუკიდა, შემდეგ კი თავი დაიწვა.

თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი მასწავლებელი. 15 დაშავებული ძლიერი დამწვრობებით ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება.

დღის ამბები