06 ოქტომბერი 2024,   16:39
ვრცლად
ირანთან გაფორმებული ხელშეკრულება - დონალდ ტრამპი გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში გამოაცხადებს

ირანთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით საკუთარ გადაწყვეტილებას დონალდ ტრამპი უახლოეს მომავალში გამოაცხადებს. ცნობილია, რომ ის დოკუმენტზე პრეზიდენტის ხელმოწერას გააუქმებს. ხელშეკრულების ბედის გადაწყვეტა კი, საბოლოოდ კონგრესს მოუწევს.

2015 წელს გაფორმებული ხელშეკრულება დონალდ ტრამპის კრიტიკის ობიექტი არა ერთხელ გახდა.

პრეზიდენტმა მას დიდი შეცდომა და ყველაზე ცუდი დოკუმენტი უწოდა, ირანი კი ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.

სამხედრო მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. მან თეთრ სახლში არსებული განწყობა "ქარიშხლის წინ სიჩუმედ" დაახასიათა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ეს ჩრდილოეთ კორეას ეხებოდა თუ ირანს.

დღის ამბები