06 ოქტომბერი 2024,   16:37
ვრცლად
 გერმანიაში შტორმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა 

მსხვერპლი მოჰყვა შტორმს გერმანიაში. სტიქიამ ქვეყნის ცენტრალური და ჩრდილოეთ რეგიონები დააზარალა, მათ შორის ბერლინი, ჰამბურგი და ჰანოვერი. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, დაღუპულია 7 ადამიანი.

ძლიერმა ქარმა წააქცია ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები. დასახლებების ნაწილი და რკინიგზა ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა, რის გამოც დროებით შეჩერებული იყო მატარებლების მოძრაობაც.

ათასობით მგზავრს ღამის გათენება სადგურებზე მოუხდა.

დღის ამბები