06 ოქტომბერი 2024,   16:40
ვრცლად
პედრო აგრამუნტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა

პედრო აგრამუნტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა. მას ამ პოსტზე დროებით ვიცესპიკერი, როჯერ გეილი, ჩაანაცვლებს.

განცხადებაში აგრამუნტი განმარტავს, რომ გადაწყვეტილება ასამბლეის შიგნით არსებული კრიზისის გამო მიიღო, რომელიც კანონის უზენაესობასთან არათავსებადი გადაწყვეტილებების გამო წარმოიქმნა.

პედრო აგრამუნტის გადადგომის საკითხი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკვე რამდეიმე თვეა, აქტიურად განიხილება. მიზეზი კი სირიაში სკანდალური ვიზიტი გახდა.

ევროსაბჭოს საპარალემენტო ასამბლეის თავმჯდომარე, რუსეთის სათათბიროს დეპუტატებთან ერთად, დამასკოში ჩავიდა და ბაშარ ალ ასადთან გამართა მოლაპარაკება. ამ ვიზიტს საპარლამენტო ასამბლეის წევრების უკმაყოფილება და მოჰყვა, რის გამოც აგრამუნტი იძულებული გახდა, ბოდიში მოეხადა.

გადადგომის მიუხედავად, პედრო აგრამუნტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრად მაინც დარჩება. 

 

დღის ამბები