06 ოქტომბერი 2024,   16:37
ვრცლად
დამოუკიდებლობის 90%-იანი მხარდაჭერა - კატალონიის ხელისუფლებამ რეფერენდუმის საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა

კატალონიის ხელისუფლებამ რეფერენდუმის საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.

ბოლო ოფიციალური მონაცემების თანახმად, რეგიონის დამოუკიდებლობას მხარი მოსახლეობის 90%-მა დაუჭირა, წინააღმდეგი წავიდა, თითქმის, 8%.

პლებისციტში მონაწილეობა ორ მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო, რაც დარეგისტრირებული ამომრჩევლის, თითქმის, 43%-ს შეადგენს.

დღეს მადრიდსა და ესპანეთის სხვა დიდ ქალაქებში კატალონიის რეფერენდუმის წინააღმდეგ მასშტაბური აქციები იგეგმება. ქვეყნის ერთიანობის მომხრეები ანალოგიური აქციის ჩატარებისკენ ბარსელონის მოსახლეობასაც მოუწოდებენ.

კატალონიის პრეზიდენტი 10 ოქტომბერს რეგიონული პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლას გეგმავს. წინა დღეს დაგეგმილი საპარლამენტო სესია კი ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა.

დღის ამბები